Sliderმსოფლიო

ყირიმი, სევასტოპოლი, ბელბეკის ავიაბაზა… – არსებული ინფორმაციით, განადგურებულია რუსული ტექნიკა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, ფრონტის ხაზიდან 250-260 კილომეტრის დაშორებით, სევასტოპოლში მდებარე ბელბეკის აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის და ხანძარია.

ცნობილია, რომ აეროდრომზე დიდი რაოდენობით რუსული გამანადგურებელი ავიაციაა განლაგებული. ადგილზე დაბომბვის საწინააღმდეგო სირენებიც გააქტიურდა.

ნიკოლოზ ლოლაძე სოცქსელში წერს:

ბოლო ერთი საათის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოკადრები რუსების ინფრასტრუქტურის ხუთი დაბომბვის შესახებ:

ყირიმი, სევასტოპოლი, ბელბეკის ავიაბაზა
ყირიმი, ქერჩი, ყირიმის ხიდი
რუსეთი, ბელგოროდი, ტიმონოვო, არმიის დონის სამხედრო საწყობი,
რუსეთი, ბელგოროდი, ნოვი ოსკოლი, ავიაბაზა
ხერსონის ოლქი, ნოვა კახოვკა, ხიდი
პოსტი და კომენტარები განახლდება.
Слава Україні!”.
მარიამ ჩხეიძე: “მთავარი ძალიან მაგარი ამბავი. ყირიმში სევასტოპოლში რომელ ავიაბაზასაც დაარტყეს ესაა ბელკები. ბელბეკი არის ერთ – ერთი უდიდესი ავიაბაზა და ყველაზე დაცულიც ეგონათ (რატომ ფიქრობდნენ რომ უკრაინა ყირიმისთვის არ გააგრძელებდა ბრძოლას ეგაა ამოუცნობი) . ზარალი არის უზარმაზაააარი. ისედაც კატასტროფა სჭირდათ და ეს მთლად ფსკერია უკვე. ასე გამოიყურებოდა ბელბეკის ავიაბაზა, რომელიც ახლა უკვე აღარ არსებობს. ბელგოროდშიც ერთ – ერთი უდიდესი ბაზა ააფეთქეს”.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close