მსოფლიო

ყვითელი და ლურჯი ბურთები, მტრედები – როგორი იქნება უკრაინის მთავარი ნაძვის ხე?

წელს უკრაინის მთავარ ნაძვის ხეს კიევში ენერგოეფექტური ნათურებით მორთავენ. ნაძვის ხის თავს კი უკრაინის გერბი დაამშვენებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ წელს მთავარი ნაძვის ხე 12 მეტრის სიმაღლის იქნება, რაც თითქმის სამჯერ დაბალია, ვიდრე გასულ წელს იყო.

ნაძვის ხეს ასევე ყვითელი და ლურჯი ბურთებით მორთავენ. ნაძვის ხესთან დადგამენ გენერატორს, სადაც ასევე მოქალაქეებს ტელეფონების დატენვაც შეეძლებათ.

მოგვიანებით, ქალაქის მერმა დააზუსტა, რომ მთავარი ნაძვის ხე ხელოვნური იქნება. მას ასევე გააფორმებენ მტრედის ფორმის სათამაშოებით, ხოლო ნაძვის ხის ქვედა ნაწილზე იქნება განთავსებული იმ ქვეყნების დროშები, რომლებმაც ომის დროს უკრაინას დახმარება აღმოუჩინეს.

წელს აღარ იქნება გასართობი ღონისძიებები და საახალწლო ბაზრობები.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close