Sliderსაზოგადოება

ყველა ამქვეყნიური სიკეთე, რომლითაც ჩვენ ასე უხვად და უკონტოლოდ ვსარგებლობთ, აქ, ათონის მთაზე მინიმუმამდეა დაყვანილი – დეკანოზი სერაფიმე დანელია

ჩვენ ვნახეთ 90 წლის მედავითნე ბერი, ეფრემ არიზონელის მოწაფე, რომელსაც ხერხემლის უმძიმესი პრობლემა ჰქონდა და ძლივს გადაადგილდებოდა, თუმცა არასდროს გაუცდენია მსახურება და დღევანდელ დღემდე თავისი მხნეობით და გულმოდგინებით, თავგანწირვის საოცარი მაგალითია ახალგაზრდა ბერებისთვის... მოგვიყვნენ ერთ-ერთი დიდი მონასტრის 65 წლის წინამძღვარზე, რომელიც ათონზე 17 წლის ასაკში მოვიდა და 30 წლისა გახდა მონასტრის წინამძღვარი, - ყველაზე ახალგაზრდა, ათონის მონასტრების ისტორიაში.

დეკანოზი სერაფიმე დანელია:

დაკვირვებულხართ, ბავშვი რომ სათამაშოებით თამაშობს? განწყობაზე რომ არის დამოკიდებული…
ათონზე ყოფნისას იქაური ბერების მოღვაწეობის ფონზე, ასეთნაირ თამაშად წარმომიდგა ჩვენი სულიერება და ეკლესიურობა…
თუმცა თქვენ რას გერჩით, ჩემს თავზე ვიტყვი; ყოველგვარი კანონს მიღმა, საკუთარი განწყობის მიხედვით, როცა მინდა და როგორც მინდა რომ ვლოცულობ და ვმარხულობ, ბავშვს არ ვემგვანები, რომელიც სათამაშოებით თამაშობს და საქმეს აკეთებს ჰგონია?
აქ კი, იმ ღმერთს, რომელსაც ჩვენ ასე ვეთამამებით, მთელი დღის გამავლობაში, ყოველ წუთს და წამს, შიშით და კრძალვით, მთელი ცხოვრების მიძღვნით, ყოველი წესის დაცვით ემსახურებიან!
ყველაფერი, რასაც ჩვენთან შეუძლია სულიერ ცხოვრებაში ხელი შეგვიშალოს, სამუშაომ, კვებამ თუ ძილმა, ათონზე ღვთისმსახურების წეს-განგებულებით არის ბორკილდადებული და დამორჩილებული…
ყველა ამქვეყნიური სიკეთე, რომლითაც ჩვენ ასე უხვად და უკონტოლოდ ვსარგებლობთ, აქ მინიმუმამდეა დაყვანილი: – აი, თუნდაც სინათლე; ათონის ტაძრებში დღისით და ღამით ერთნაირად თითქმის სიბნელეში ლოცულობენ, რათა ადამიანთა სახეებმა ან რამე სახილველმა არ მიიქციოს მათი ყურადღება.
გალობა და საკითხავები წართქმით იკითხება და ერთხმიანია, ტკბილხმოვანებამ რომ არ გაგიტაცოს, შინაარსი კი დაგამახსოვროს. (და მაინც, ღმერთმა დალოცოს ქართული გალობა!)
საკვები ძირითადად ერთი სახეობისაა, რომელიც წმიდათა ცხოვრების კითხვის ფონზე, დაახლოებით 15-20 წუთში უნდა მიირთვა.
წირვა ლოცვების გარდა, რომელსაც დღე-ღამეში 10-12 საათი უკავია, 4 საათი პირად კანონს (იესოს ლოცვას) ეთმობა, ამიტომ ადამიანებთან საურთიერთობოდ დრო თითქმის არ რჩებათ.
წირვა-ლოცვა ყოველდღე ღამისთევით სრულდება, სძინავთ დაახლოებით 5 საათი და ისიც ხანდახან დაყოფილად…
ჩვენ ვნახეთ 90 წლის მედავითნე ბერი, ეფრემ არიზონელის მოწაფე, რომელსაც ხერხემლის უმძიმესი პრობლემა ჰქონდა და ძლივს გადაადგილდებოდა, თუმცა არასდროს გაუცდენია მსახურება და დღევანდელ დღემდე თავისი მხნეობით და გულმოდგინებით, თავგანწირვის საოცარი მაგალითია ახალგაზრდა ბერებისთვის…
მოგვიყვნენ ერთ-ერთი დიდი მონასტრის 65 წლის წინამძღვარზე, რომელიც ათონზე 17 წლის ასაკში მოვიდა და 30 წლისა გახდა მონასტრის წინამძღვარი, – ყველაზე ახალგაზრდა, ათონის მონასტრების ისტორიაში.
ის მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდის თურმე თავის კელიიდან. მიიღებს აღსარებას მონასტრის წევრებისგან, განაგებს მონასტრის საქმეებს და კვლავ ერთი კვირით განმარტოვდება მდუმარებისა და ლოცვისათვის…
მაგრამ კურთხეულია ღმერთის სახელი, რომელსაც ჩვენც და ისინიც ერთნაირად ვუყვარვართ და მათ გმირულ ღვაწლთან ერთად, ჩვენი ბავშვური თამაშებიც, საქმედ მიაჩნია…
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close