საზოგადოება

“ღარიბაშვილი არის N1 ჰომოფობი, მოძალადე პრემეირი და დაუყონებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან”

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას, პროტესტის ნიშნად, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა გამოსვლა შეაწყვეტინეს. მათ გარდაცვლილი კოლეგის, “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები გამოიტანეს და გაშალეს პლაკატები წარწერით  –  “გადადგეს ღარიბაშვილი”, “დაისაჯონ დამნაშავეები”.

ჟურნალისტების საერთო სათქმელი “ფორმულას” კორესპონდენტმა გააჟღერა.

“დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი, მოძალადე პრემეირ-მინისტრი და დაუყონებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, რასაკვირველია,  დამნაშვეები უნდა დაისაჯონ”,-  განაცხადა “ფორმულას” ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close