რეგიონები

“ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური კირიზისი შექმნა, ჩვენ წაგვართვა ერთი მანდატი და მიითვისა – წითლიძე

ზუგდიდის მერი მშვიდად ვერ ივლის, ვერ იცხოვრებს, მითუმეტეს ვერ იმუშავებს

“მშვიდად ვერ ივლის, ვერ იცხოვრებს, მითუმეტეს ვერ იმუშავებს ზუგდიდში” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე.

ამ წუთებში ზუგდიდში საკრებულოს სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრებს მერიის შენობასთან ბანერები და ზუგდიდის მერის ფოტოები აქვთ მიტანილი.

“ზუგდიდში ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ახლა არის საკრებულოში აუცილებლად დაეტყობა უარყოფითად ყველა ზუგდიდელს, იმიტომ, რომ საკრებულო არის პარალიზებლი, საკრებულოს პარალიზება კი ნიშნავს იმას, რომ მერი ვერ ახორციელებს სრულყოფილად უფლებამოსილებას. ამაში მთავარი დამნაშავე არის ქართული ოცნება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კირიზისი შექმნილიყო მაშინ, როცა ჩვენ წაგვართვა ერთი მანდატი და მიითვისა თვითონ“, – თქვა ანი წითლიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close