რეგიონები

“ქართული ოცნებისთვის”ტრაგედიამდე მიუღებელია ის, რომ წალენჯიხის ოპოზიციურმა თვითმმართველობამ დადოს რეალური, წარმატებული შედეგი – გიორგი ხარჩილავა

"ქართული სასამართლო "ქართული ოცნების" სამსახურშია და მართლმსაჯულების მთელი სისტემა, საქართველოში ტოტალიტარული ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ ემსახურება. ერთადერთ მუნიციპალიტეტში, სადაც რეფორმატორულმა ძალამ, ოპოზიციამ გაიმარჯვა, დაიწყო რეალური სასიკეთო ცვლილებები ცივილიზებული, ეფექტური თვითმმართველობის დამკვიდრების მიმართულებით.

“ქართული სასამართლო “ქართული ოცნების” სამსახურშია და მართლმსაჯულების მთელი სისტემა, საქართველოში ტოტალიტარული ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ ემსახურება.
ერთადერთ მუნიციპალიტეტში, სადაც რეფორმატორულმა ძალამ, ოპოზიციამ გაიმარჯვა, დაიწყო რეალური სასიკეთო ცვლილებები ცივილიზებული, ეფექტური თვითმმართველობის დამკვიდრების მიმართულებით.
“ქართული ოცნებისთვის”ტრაგედიამდე მიუღებელია ის, რომ წალენჯიხის ოპოზიციურმა თვითმმართველობამ დადოს რეალური, წარმატებული შედეგი, რაც რეზონანსული და გადამდები გახდება ამომრჩევლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ამიტომაც, წალენჯიხის თვითმმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო “მძიმე არტილერია”- ქართული სასამართლო.
კლანური მმართველობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი – ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, თანამდებობაზე აღადგინა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი ადმინისტრაციის უფროსი ლაშა არქანია.
იგი წლების განმავლობაში იკავებდა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას. ამ პერიოდს უკავშირდება სახელმწიფო და შიდა აუდიტების უმკაცრესი დასკვნები, რომლის თანახმადაც:
1. სტრუქტურა ფუნქციონირებდა შესაბამისობის და ეფექტურობის დადგენის გარეშე, არ ხდებოდა თანამშრომელთა აღრიცხვა, შტატების ოპტიმალური დატვირთვა და განაწილება, რის გამოც იფლანგებოდა სახელმწიფო თანხები; (ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში არაეფექტურმა საბიუჯეტო ხარჯებმა შეადგინა ასეულობით ათასი ლარი).
2. საშტატო ერთეულების სამუშაო აღწერლობების არქონის გამო გაურკვეველი იყო თანამშრომელთა ფუნქცია/ვალდებულებები, ხშირი იყო დუბლირება და ნულოვანი დატვირთვები.
3. მოშლილი იყო ანგარიშგების და კონტროლის სისტემა;
4. სავალალო მდგომარეობაში იყო მერიის შენობა, ფიქსირდება ანტისანიტარია, დარღვეულია თანამშრომელთა უფლება, ჰქონდეთ ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემო, მოუწესრიგებელია ხანძარსაშიში ელექტროგაყვანილობა და განათების პრობლემა.
5. სრულიად მოშლილი და გამოუყენებელია მერიის ავტოპარკი, სამი ავტომანქანის აღსადგენად 50000 ლარამდეა საჭირო, ამასთან, მერიის ბალანსზე რიცხული სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა (ექსკავატორი, თვითმცლელი, პიკაპი და სხვა სპეც ტექნიკა) სრულიად გაპარტახებულია.
6. კომპიუტერული ტექნიკა და ავეჯი იმდენად მოძველებულია, რომ თითქმის შეუძლებელია მათი ექსპლუატაცია. ინვენტარის ძირითადი ნაწილი შეძენილია წინა ხელისუფლების პირობებში.
7. მერიის შენობაში არ ფუნქციონირებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შესაბამისად გაუმართავია უსაფრთხოების ზომები.
ზემოაღნიშული ხარვეზები ცალსახად განპირობებულია ადმინისტრაციული სამსახურის დაუდევრობით, რადგან დებულების თანახმად სწორედ მათი ვალდებულება იყო მოეწესრიგებინათ ჩამოთვლილი საკითხები.ამ და სხვა უამრავი,უკვე სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასახული, ხარვეზების და დარღვევების ჩამონათვალის აღმოსაფხვრელად,ადმინისტრაციულ სამსახურში არ არსებობს (ვერ წარმოადგინა სასამართლოზე) ერთი წერილიც კი, რომელშიც აისახებოდა მცდელობა მაინც ამ დარღვევების გამოსწორებაზე.
შედეგად,მოსამართლემ წალენჯიხის მერიაში არსებული ფაქტები, ფოტომასალებით დადასტურებული და ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, ფაქტიურად, უარყო. ასევე უარყო დისციპლინური გადაცდომის ფაქტების არსებობა და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებაზე და (დისციპლინური პასუხისმგებლობის აღებაზე)მერიის გადაწყვეტილება.
წალენჯიხის მერიის მართვაში არსებულ ზემოთაღწერილ მდგომარეობაზე, ადმინისტრაციული კუთხით, პასუხისმგებელი ბ-ნი ლაშა არქანია ბრძანდებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ათწლეულის განმავლობაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა არის ნორმალური, შევეგუოთ არსებულს სიტუაციას და არ განვახორციელოთ აუცილებელი, სასიკეთო ცვლილებები. ეს გადაწყვეტილება არის უკან გადასადგმელი ნაბიჯი და წარსულის ჭაობში დაბრუნების მცდელობა. აღნიშული გადაწყვეტილება ჩვენ მიერ აუცილებლად გასაჩივრდება, ხოლო მომავალში მერიის აპარატი დაკომპლექტდება კომპეტენტური და პასუხისმგენლიანი კადრებით.
ჩვენი მიზანი არ არის პიროვნების წინააღმდეგ საქმისწარმოება და ვინმეს დისკრედიტაცია.
ჩვენი მიზანია არსებული ხარვეზებისა და პრობლემების აღმოფხვრა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობა აცნობიერებს პასუხისმგებლობას და ხალხის მიერ მინიჭებული მანდატის მნიშვნელობას, შესაბამისად ჩვენ, უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას წლების მანძილზე დაგროვილი და გადაუჭრელი პრობლემების თაობაზე. ამასთან, ცხადად დავანახებთ საზოგადოებას და ფაქტებით დავუდასტურებთ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის მხოლოდ პარტიული გავლენების განმტკიცებით მოტივირებული და ნამდვილ სამართალთან არაფერი საერთო არ აქვს!” – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა.
განცხადება სოცქსელში წალენჯიხის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close