პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს

„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქვე მინდა გაცნობოთ, რომ „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა. მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, ასევე აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მან სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები. წარმატებებს ვუსურვებ კახა კუჭავას ამ ახალ პოზიციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close