საზოგადოება

„ქართველებს კავკასიური სტუმართმოყვარეობა დავიწყებული აქვთ“ – პოზნერს ოკუპირებულ აფხაზეთში ეპატიჟებიან

ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია – “აფხაზეთის სახალხო მოძრაობა”-  ოკუპირებულ აფხაზეთში, სოციალურ ქსელით განცხადებას ავრცელებს და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მიმართვაში ისინი ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღეს ულოცავენ და ოკუპირებულ სოხუმში ეპატიჟებიან. ინფორმაციას metronome.ge ავრცელებს.

“საქართველოში მომხდარი მოვლენები ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის გარშემო, თვალნათლივ აჩვენებს, რამდენდაც კავკასიის ეს რესპუბლიკა დასავლური ღირებულებებს დაუახლოვდა იმდენად დასცილდა საკუთარ და კავკასიურ კულტურას. სტუმართმოყვარეობის ტრადიცია, რომელიც კავკასიელებს სისხლში გვაქვს, მუდამ მნიშვნელოვანი იქნება. პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, პირველ რიგში გილოცავთ დაბადების დღეს და მეორე, გიწვევთ აფხაზეთში, რათა გაჩვენოთ ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა”  – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლა აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. თავდაპირველად აქცია გაიმართა სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც ჟურნალისტი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

ამასთან, ვლადიმერ პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოდან უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა საქართველო იმავე დღეს დატოვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close