საზოგადოება

ქალბატონო სალომე, მესამე ძალა ვერ გახდებით, თქვენი პოლიტიკური მომავალი დამთავრებულია, ილოცეთ, რომ მშვიდობიანად წაბრძანდეთ შინ 2024 წელს – რუსუდან შარაძე

სულ ტყუილად ეკურკურებით ხან მეგრელებს, ხან უცხოელ მეგობრებს, ხანაც ,,სამოქალაქო საზოგადოებას’’, ვითომ ხალხზე ზრუნვას, სინამდვილეში ,,ოცნების’’ ჯინაზე მოქმედებას, მითუმეტეს, ასეთ ბეწვის ხიდზე, ჯერ არავისთვის მოუტანია სიკეთე და ნურც თქვენ ელოდებით.

“ქალბატონო სალომე, სულ ტყუილად ეკურკურებით ხან მეგრელებს, ხან უცხოელ მეგობრებს, ხანაც ,,სამოქალაქო საზოგადოებას’’. მესამე ძალა ვერ გახდებით, თქვენი პოლიტიკური მომავალი დამთავრებულია. ილოცეთ, რომ მშვიდობიანად წაბრძანდეთ შინ 2024 წელს, თორემ ეგ ხალხი თუ დაიძრა, სააკაშვილს და მისი მკვლელების ბანდას, რომელთაც ასე ძალათი გვახვევთ თავს, პირველს თქვენ მიგაყოლებენ. ვითომ ხალხზე ზრუნვას, სინამდვილეში ,,ოცნების’’ ჯინაზე მოქმედებას, მითუმეტეს, ასეთ ბეწვის ხიდზე, ჯერ არავისთვის მოუტანია სიკეთე და ნურც თქვენ ელოდებით. სამარცხვინოდ და სასაცილოდ რომ იქცევით, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაგეგოთ, მაგრამ როგორც ჩანს, ბოღმა და გაბოროტება როცა ჩნდება, იქ ჭკუა, ყური, თვალი – ერთდროულად იკეტება, – ასე გამოეხმაურა რუსუდან შარაძე სალომე ზურაბიშვილს.

შეგახსენებთ: “აუცილებელია, რომ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ. ზემოდან არ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება, თქვენგან უნდა წამოვიდეს – ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ გამოვა. კი არის მათი პასუხისმგებლობაც, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close