Sliderეკონომიკა

ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, ეკონომიკა ყვავის, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში – ოლივერ ვარჰეი

“მე ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი იქნება, რაც წინა ჯერზე ვიყავი ჩამოსული. მართალი რომ გითხრათ, ვხედავ უკვე განვითარებას – ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა. პროგრესი არსებობს საქართველოში, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში და მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში და გაფართოების საკითხებში. ეს პირველად არის ამ რანგში, არა მარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი – ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა”, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close