მსოფლიო

ფლოიდის მხარდამჭერები ბაიდენს ციხეების დახურვას და დამნაშავეების გათავისუფლებას თხოვენ

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ჯო ბაიდენს სავარაუდოდ, „სისტემური რასიზმის აღმოფხვრასთან“ დაკავშირებით დადებული პირობის შესრულებას მალე მოსთხოვენ.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:
„Black Lives Matter (BLM)-ორგანიზაცია გახსოვთ ალბათ, კრიმინალის და მოძალადის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო სპონტანურად შეიქმნა და დაიწყო საპროტესო გამოსვლები და ქალაქების დაწვა-განადგურება.
ეს ორგანიზაცია რა თქმა უნდა ბაიდენის მხარეს იჭერდა და ბაიდენიც არ ტოვებდა უყურადღებოდ.
ახლა დაიწყო ყველაზე მთავარი: გაიმარჯვა რა ბაიდენმა
BLM-მა უკვე დაიწყო თეზისების წარმოდგენა დემოკრატებისთვის და მას BREATHE Act-უწოდეს. რაც მთავარია აწ გარდაცვლილი კრიმინალი ფლოიდის მხარდამჭერები ამ კანონპროექტის დამტკიცებას სასწრაფოდ, საწყის 100 დღეში ითხოვენ. ჟარგონზე თუ ვიტყვით: დემოკრატებს – ,,სოჩიკი,, ჩაურთეს.
ახლა ვნახოთ რას ითხოვს ეს პატიოსანი ორგანიზაცია – BLM:
10 წლის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა დამნაშავე გამოუშვან
დახურონ ციხეები
პოლიციას შეუმცირონ დაფინანსება
შეიქმნას კომისია, რომელიც მონობისათვის შავკანიანებისადმი რეპარაციის საკითხს განიხილავს ანუ ფულად კომპენსაციას მისცემენ ყველა შავკანიანს
საარჩევნო ხმის უფლება მისცენ ?არა-ლეგალურად ჩასულ მიგრანტებს
ბევრი მიგრანტის შემოსვლა-თავისთავად ასახულია კანონპროექტში
აბა რას იტყვით მეგობრებო? რომელი პუნქტია ისეთი, რომელიც – შეუსრულებადია ან არა ადეკვატურია…“ – წერს ოთარ ჩრდილელი.

გვაქვს შანსი, ამ ქვეყანაში სისტემური რასიზმი ამოვძირკვოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს შანსი, ამოვძირკვოთ სისტემური რასიზმი ჩვენი ქვეყნიდან. გვაქვს შანსი იმ სიტყვების პრინციპებით ვიცხოვროთ, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ერს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close