Sliderპოლიტიკა

„ფიცი დაგვადებინეს ღმერთის წინაშე, არა და პარლამენტში ზოგი მორწმუნეა, ზოგი ათეისტი, ზოგი პირდაპირ სატანას ეთაყვანება – რომან გოცირიძე

რატომ აიძულებენ ადამიანებს კანონის ძალით უღალატონ თავიანთ შინაგან რწმენას და პრინციპებს?- „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წევრის ქვეყნისადმი ერთგულების ფიცში სიტყვა „ღვთის“ არსებობას აპროტესტებს:

„ხელი მოვაწერთ საქართველოს პარლამენტის წევრის ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს.
სეკულარულ სახელმწიფოში ფიცი დაგვადებინეს ღმერთის წინაშე, არა და პარლამენტში ზოგი მორწმუნეა, ზოგი ათეისტი, ზოგიც აგნოსტიკოსი. ერთ-ორს ისეთსაც ვიცნობ, პირდაპირ სატანას რომ ეთაყვანება:))
რატომ აიძულებენ ადამიანებს კანონის ძალით (რეგლამენტი ითვალისწინებს ამას) უღალატონ თავიანთ შინაგან რწმენას და პრინციპებს? ერთ მაზდეანელ (ცეცხლთაყვანისმცემელ) დეპუტატსაც ვიცნობ. პატიოსანი სინდისით მოაწერა ხელი. კიდევ კარგი, ღმერთის სახეობა არაა ამ ფიცში დაკონკრეტებული, თორემ მერე გენახათ სკანდალი“ – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close