მსოფლიო

ფაშინიანს სამხედროები დაუპირისპირდნენ – ერევნის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ

სომხეთის გენერალურმა შტაბმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საგანგებო განცხადება გაავრცელა. სამხედროების პროტესტი გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის ტირან ხაჩატრიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოჰყვა. სამხედროებს მიაჩნიათ, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სომხეთის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ფაშინიანის პიროვნულ ამბიციების გამო მიიღეს.
”დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებული ძალები მოთმინებით იტანდნენ ამჟამინდელი ხელისუფლების შეტევებს ჯარის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაფერში არსებობს ზღვარი. ამჟამინდელი ხელისუფლების არაეფექტურმა მართვამ და საგარეო პოლიტიკის  სერიოზულმა შეცდომებმა ქვეყანა განადგურების ზღვარზე მიიყვანეს ”- წერია განცხადებაში.
ერევანის ცაზე საბრძოლო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. სომხური მედიის ცნობით, ჰაერში SU-30-ის ან Mig-29-ის ტიპის თვითმფრინავები დაფრინავენ.
ამ წუთებში სომხეთის დედაქალაქში ორი აქცია მიმდინარეობს. ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მართავს აქციას, ხოლო თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ბრძოლისუუნარო აღმოჩნდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close