მსოფლიო

ფაშინიანმა სტრასბურგში სომხეთის წინააღმდეგ საქმე მოიგო

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმე მოიგო.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაარღვია ფაშინიანის გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.

2010 წელს ფაშინიანმა სომხეთს 2008 წლის ანტისამთავრობო აქციის დარბევის შემდეგ მისი დაპატიმრებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამო უჩივლა. ფაშინიანს არ მოუთხოვია მატერიალური კომპენსაცია.

2009 წელს ფაშინიანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობის ბრალდებით თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიესაჯა.

2011 წელს შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. 2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ კოჩარიანს, რომელიც ჩართული იყო 2008 წლის აქციების ჩახშობაში, ბრალი იმავე მუხლით წაუყენა. თუმცა ბრალდება სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close