Sliderსაზოგადოება

უჩა მამაცაშვილმა “ანტიკორუფციულ მოძრაობას” სასამართლო დავა მოუგო

"ვასო ურუშაძეს უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა, ლაშა ფარულავას უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა. ასევე, "ანტიკორუფციულ მოძრაობას" და მის ორ წევრს დაეკისროს უჩა მამაცაშვილის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სარჩელის  უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის, 50 და 150 ლარის გადახდა.  "ანტიკორუფციულ მოძრაობას", ლაშა ფარულავასა და ვასო ურუშაძეს უჩა მამაცაშვილის მიერ ადვოკატის მომსახურების საფასურის, 600 ლარის გადახდა დაეკისროს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და “ანტიკორუფციული მოძრაობა” და მისი წევრები, ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა 5000-5000 ლარით დააჯარიმა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად: “უჩა მამაცაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეების მიერ გავრცელებული სადაო განცხადებები აღიარებულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს მოპასუხე ორგანიზაციას, ანტიკორუფციულ მოძრაობას და მის წარმომადგენლებს, ვასო ურუშაძეს და ლაშა ფარულავას მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 კვირის განმავლობაში.

“ანტიკორუფციულ მოძრაობას” უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა, ვასო ურუშაძეს უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა, ლაშა ფარულავას უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა”.

მოსამართლემ “ანტიკორუფციულ მოძრაობას” და მის ორ წევრს დააკისრა უჩა მამაცაშვილის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სარჩელის  უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის, 50 და 150 ლარის გადახდა.

მოსამართლე დიდავამ “ანტიკორუფციულ მოძრაობას”, ლაშა ფარულავასა და ვასო ურუშაძეს უჩა მამაცაშვილის მიერ ადვოკატის მომსახურების საფასურის, 600 ლარის გადახდაც დააკისრა.

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close