საზოგადოება

“უშენოდ ყოფნა მიჭირს, ზემოთ შევხვდებით ოდესღაც ძმაო“- ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის პოსტი შაქარაშვილზე

19 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არსებული ინფორმაციით, საკუთარმა ძმამ მოკლა, მიშო ახლოურია.

ირკვევა, რომ მიშო ახლოური ფეხბურთელი და მოკლულ გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო.

მიშო ახლოური პოსტი აქვს გამოქვეყნებული გიორგი შაქარაშვილის გვერდზეც.

ნახეთ რას წერდა გარდაცვალებამდე მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში

„აღარ ვიცი რა დავწერო შაქარ. უშენოდ ყოფნა ძალიან მიჭირს, ძალიან მენატრები, დღითიდღე მემატება ეს ტკივილი და მონატრება შენი.შენი ხმა ჩამესმის სულ ყურში, როგორი კარგი ხმა გქონდა. როგორი განსაკუთრებული იყავი. ჩემი ოქრო კაცი იქნები მუდამ, სულ შენზე ვლაპარაკობ და ვიამაყებ რომ ესეთი ძმა მყავდა გვერდით. უზომოდ მიყვარხარ და ზემოთ შევხვდებით ოდესღაც ჩემო ძმაო.“

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა. მკვლელოა დღეს დილით მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულია გარდაცვლილის 21 წლის მამაკაცი , რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

„მეტრონომი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close