Sliderპოლიტიკა

“უნდა ჩამოსცილდეს პოლიტიკას სააკაშვილი, ხოლო ივანიშვილი უნდა გაასამართლოს საერთაშორისო ტრიბუნალმა” – ნათელაშვილი

აი, ეს ყველაფერს გაასწორებს და საქართველოს დააყენებს ფეხზე

შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ სააკაშვილი არასწორად იყო ინფორმირებული საზოგადოების განწყობაზე.

„ალბათ უთხრეს, მე ვვარაუდობ, რომ ხალხი ელოდება, ერთი სული აქვს, რომ გამოჩნდე და როგორც კი გამოჩნდები, ხალხი გამოვარდება და უცბად მოხდება რევოლუცია. მაგრამ დაავიწყდათ ამის მთქმელებს და ალბათ თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან. რევოლუციებს ვერ ატარებენ წინა რევოლუციის მომხდენები. ბონაპარტე ნაპოლეონმაც კი ვერ შეძლო მეორედ ტახტზე მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ პარიზში დაბრუნდა და სამ თვეში იძულებული გახდა, გაქცეულიყო ოკეანეში და დააკავეს ინგლისელებმა. არ ხდება მეორედ მესიანელობა, მესია მეორედ არ მოდის. ბონაპარტიზმი მეორედ არ ხდება, ამიტომ უნდა გაიგოს ეს მიშა სააკაშვილმაც, რომ ამერიკის პრეზიდენტებიდან არც ერთი არ დაბრუნებულა მეორედ პრეზიდენტად, არც დე ფაქტო და არც დე იურე. აბა, საფრანგეთის რომელი პრეზიდენტი დაბრუნდა მეორედ? უნდა ჩამოსცილდეს პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი უნდა გაასამართლოს საერთაშორისო ტრიბუნალმა იმ ვერაგობისთვის, იმ ტრანსნაციონალური კრიმინალობისთვის, იმ ქვეყნის დანგრევისთვის, იმ ქვეყნის გადახვნისა და გადაფარცქვისთვის, რაც ჩაიდინა მან და მისმა ბანდამ. აი, ეს ყველაფერს გაასწორებს და საქართველოს დააყენებს ფეხზე. მაგრამ ახლა რამდენად მივა თვითონ ექსპრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებამდე, მე არ ვიცი. რა თქმა უნდა, მე მას კიარ ვგმობ, ჩემს აზრს ვეუბნები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close