მსოფლიო

უკრაინის უმაღლესი რადას 90-მა დეპუტატმა სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტს მოაწერა ხელი

უკრაინის უმაღლეს რადაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს. ინფორმაციას “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე ელენა შულიაკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

“პარლამენტში დარეგისტრირებულია დადგენილება 8417-ის პროექტი უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსადმი, ევროპარლამენტისადმი, ევროპული საბჭოსადმი, ევროკომისიისადმი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისადმი მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიმართვის შესახებ. ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი და ახლანდელი უკრაინის მოქალაქე ამ მომენტისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის”, – აღნიშნავს შულიაკი.

დოკუმენტს უმაღლესი რადას 90-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close