მსოფლიო

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქრთამის აღების ბრალდებით ოდესის ოლქის ქალაქ რენის მერი და საკრებულოს წევრი დააკავა

უკრაინული მედია წერს, რომ საწყობებისთვის მიწის ნაკვეთის ქირავნობის საკითხის გადასაჭრელად „დახმარებისთვის“ ჩინოსნები 100 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, პოლტავის, სუმისა და ჩერნიგოვის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქრთამის აღების ბრალდებით ოდესის ოლქის ქალაქ რენის მერი, იგორ პლეხოვი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, იგორ პლეხოვმა ქრთამის სახით 50 000 დოლარი აიღო. 50 000 დოლარის უკანონო გზით მიღების ბრალდებით ასევე დაკავებულია ადგილობრივი საკრებულოს წევრი.

უკრაინული მედია წერს, რომ საწყობებისთვის მიწის ნაკვეთის ქირავნობის საკითხის გადასაჭრელად „დახმარებისთვის“ ჩინოსნები 100 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, პოლტავის, სუმისა და ჩერნიგოვის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს.

პარალელურად, უკრაინული მედიის ცნობით, სასურსათო კონტრაქტებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თავდაცვის მინისტრის მოადგილის შემდეგ, თანამდებობა დატოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close