Sliderმსოფლიო

უკრაინისა და აშშ-ის პირველი ლედების ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმლები კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ უკრაინა და აშშ ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან – კულება

უკრაინისა და აშშ-ის პირველი ლედების ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმლები კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ უკრაინა და აშშ ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

„სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროტოკოლის ან ჩაცმულობის ერთ დეტალს ყველა განცხადებაზე მეტის თქმა შეუძლია. ბევრი კითხვაა: უკრაინისა და შეერთებული შტატების პირველი ლედის ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი დამთხვევა თუ გააზრებული პროტოკოლური ჟესტია?

სინამდვილეში არც პირველია და არც მეორე. ეს არ არის წინასწარი შეთანხმების შედეგი და არ არის დამთხვევა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ უკრაინა და აშშ ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან. პირველი ლედი ოლენა ზელენსკა უაღრესად წარმატებული ვიზიტით იმყოფება აშშ-ში. აშშ-ს დიდი ხანია ასეთი სიმპათიით არ მიუღია უცხოელი სტუმრები. ამერიკის საპრეზიდენტო წყვილთან შეხვედრა და აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლა არის შეერთებული შტატების უცხო ქვეყნისადმი პატივისცემის უმაღლესი გამოხატულება.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემის ასეთ გამოხატვას. პირველ ლედის ძლიერი გამოსვლა ჰქონდა აშშ-ის კონგრესში, სადაც მას თვალცრემლიანი უსმენდნენ.

ოლენა ზელენსკა საუბრობდა არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტის მეუღლე, არამედ როგორც დედა და შვილი, რომელიც საუბრობს უკრაინის შვილებისა და მშობლების სახელით. ეს იყო გამოსვლა ენით აღუწერელ ტკივილზე, ადამიანებზე, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ რუსეთის ბარბაროსული ომის გამო“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close