მსოფლიო

უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ „აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოსვლა, თუ იარაღს დაყრიან – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინელ მებრძოლებს შეუძლიათ, გამოვიდნენ „აზოვსტალის“ ქარხნიდან, თუ ისინი იარაღს დაყრიან.

რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მარიუპოლის დატოვება ყველა მშვიდობიან მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით და „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება სამხედროებს, მათაც შეუძლიათ გამოსვლა იარაღის დაყრის შემთხვევაში. მათ შესაბამისად მოეპყრობიან. ყველა დაჭრილს გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. პრეზიდენტის ეს სიტყვები უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაა, სწორედ აქედან გამოვდივართ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close