მსოფლიო

უკონტროლოდ მოძრავი ჩინური რაკეტა დედამიწაზე შესაძლოა დღეს ჩამოვარდეს

დღეს შესაძლოა კოსმოსში უკონტროლოდ მოძრავი ჩინური რაკეტა დედამიწაზე ჩამოვარდეს. რაკეტის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი წყნარი ოკეანის ნეიტრალური წყლებია. რაკეტა სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და 22 ტონას იწონის. ის ამ წუთებში კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინური რაკეტის ჩამოვარდნა დიდი ალბათობით რაიმე ზიანს არ გამოიწვევს.

უკვე რამდენიმე დღეა 30 მეტრის სიგრძის Long March 5B კოსმოსში 29 ათასი კმ/სთ სიჩქარით უკონტროლოდ გადაადგილდება. ამ ფაქტის გამო ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

პენტაგონის თქმით, რაკეტა იმდენად დიდია, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას, შესაძლოა მისი სრული წვა და დაშლა არ მოხდეს. ამასთან, იმის განსაზღვრა, თუ სად ჩამოვარდება რაკეტა, ბოლო საათებამდე რთული იქნება. საუკეთესო შემთხვევაში, ის წყნარ ოკეანეში ჩავარდება, რომელიც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close