საზოგადოება

უდიდესი ტრაგედიის მოწმენი გავხდით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის უწყების თითოეულ თანამშრომელს – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის უწყების თითოეულ თანამშრომელს სამძიმარს უცხადებს.

„უდიდესი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სამაშველო ღონისძიების დროს დაიღუპნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, მედიკოსები, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის უწყების თითოეულ თანამშრომელს.

ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით!“ – წერს კახა კალაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close