სამართალი

„უდედოდ გავზარდე. მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად“

ზესტაფონის სასამართლოში ფრიდონ აბჟანდაძის სასამართლო პროცესი  მიმდინარეობს

ზესტაფონის საქალაქო სასამართლოში თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ფრიდონ აბჟანდაძის სასამართლო პროცესი  მიმდინარეობს.

ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიები სახით პატიმრობა მოითხოვა. ბრალდებულს ადვოკატი პროცესზე არ ჰყავს.

„მე ვყოფილვარ რაც ვყოფილვარ, ყველაფერი ჩემზე ყოფილა. პირველი რეციდივისტი ვყოფილვარ. წინააღმდეგი არ ვარ პატიმრობის, მაინც არ მინდა სიცოცხლე. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, ისე ბევრი მამა-შვილი ვერ იქნება. მაინც შევხვდებით მე და ჩემი შვილი იქით ძმაკაცურად”, – განაცხადა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ ფრიდონ აბჟანდაძის 11 წლის შვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 23 აგვისტოს საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close