პოლიტიკა

უგულავამ ჟვანია ფეისბუქზე გადააყენა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, თამარ ჟვანია ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას და რჩება ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა.

“თამარ ჟვანიაც გადადგა. ნაწილ ნაწილ მიდიან ეს შობელძაღლები”,- წერს უგულავა.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close