საზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს განახლებულ სპორტულ სივრცეებს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი, უნივერსიტეტის სპორტული გუნდების წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ოქიტაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
«გაცნობითი და სამუშაო შეხვედრის ფორმატში შევხვდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სპორტული გუნდების ხელმძღვანელებს. ეს გუნდებია:
მინი ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი (ვაჟები. გოგონები); დიდი ფეხბურთი; ხელბურთი; რაგბი; კარატე; ტირი; მკლავჭიდი; საბრძოლო კლუბი. ჩემი აზრით, ამ მეტად მნიშვნელოვან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის თანამშრომლები და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ნანიტაშვილი“ – წერს ოქიტაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ჩვენთან კომენტარისას კი დავით ოქიტაშვილმა განაცხადა:
„შეხვედრაზე გამოვხატე სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა, ზემოთხსენებული გუნდების და მათი ხელმძღვანელების მიმართ. სურვილი მაქვს, მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში და გუნდების შემდგომ განვითარებაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო“.

ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დავით ოქიტაშვილისა და სპორტული გუნდების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სპორტსმენთა მხრიდან გაჟღერებული იქნა საინტერესო და გუნდების წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები.
დავით ოქიტაშვილის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, სურვილის არსებობის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ ჩაირიცხონ და ივარჯიშონ ნებისმიერ გუნდში.
სპორტული გუნდების ხელმძღვანელებმა აპრილის თვის ბოლომდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს უნდა წარუდგინონ სია იმ აუცილებლად საჭირო ინვეტარისა, რაც მათ სამუშაო პროცესში შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულ, დავით ოქიტაშვილმა გუნდების მიმართ გამოხატა უნივერსიტეტის ხელმძღვანელების სრული მხარდაჭერა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close