საზოგადოება

Ტელეკომპანია ფორმულას ცილისწამებაზე აგებული სიუჟეტის მიზანი დემოტივაცია და დესტრუქციაა, ყველაზე აბსურდული ბრალდებით შეაფერხო და ჩაკლა განვითარების პროცესი – თამარ ლომინაძე

თამარ ლომინაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი ეხმაურება ტელეკომპანია ფორმულას სიუჟეტს და სოცქსელსი წერს:

“Დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღმავლობის გზაზე დგას, ამას ყველა ხედავს და, ძალიან Სამწუხაროა, რომ იმდენად დიდია შური და ბოღმა, რომ პროგრესსა და წარმატებას მხოლოდ ცილისწამება შეგიძლია დაუპირისპირო. Ტელეკომპანია ფორმულას დღევანდელი, ცილისწამებაზე აგებული სიუჟეტის მიზანიც სწორედ დემოტივაცია და დესტრუქციაა – ყველაზე აბსურდული ბრალდებით შეაფერხო და ჩაკლა განვითარების პროცესი.

Როდესაც ტელეკომპანია ამბობს, რომ უნივერსიტეტის ქონება გასხვისდა და კონკრეტულ მისამართსაც კი ასახელებს, ასეთ ბრალდებას დასაბუთება სჭირდება. Ეს რომ სინამდვილე ყოფილიყო და უნივერსიტეტის ერთი კვადრატული სანტიმეტრიც კი გასხვისებულიყო, რათქმაუნდა, ტელეკომპანიას არ გაუჭირდებოდა ამ დოკუმენტაციის მოძიება და გამოქვეყნება დღევანდელ სიუჟეტში. Სხვათაშორის, Ცილისწამება დანაშაულია, რომელიც ისჯება კანონით.
Თუმცა, ეს სიუჟეტიც იმას იშნავს, რომ უნივერსიტეტი სწორ გზაზე დგას – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” …
ტელეკომპანია ფორმულას სიუჟეტი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close