პოლიტიკა

სხვა გამოსავალი ბუნებაში არ არსებობს – რევოლუციური ცვლიელებები და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება, რადგან ქვეყანა მოღალატეობრივმა ოცნებამ უკვე გადაატრიალა რუსეთისკენ – ხაბეიშვილი

„ბრძოლის გარეშე, ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ოცნება ქვეყანას გახდის რუსეთის გუბერნიად. საქართველოს მოქალაქეებს ბრძოლის გარდა არაფერი დაგვრჩენია – პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ქვეყნის თავისუფლებისა და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის. სხვა გამოსავალი ბუნებაში არ არსებობს – რევოლუციური ცვლიელებები და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება, რადგან ქვეყანა მოღალატეობრივმა ოცნებამ უკვე გადაატრიალა რუსეთისკენ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის გადმოტრიალება მაშინ, როდესაც ოპოზიციაშიც საუბარია, რომ არაა ერთიანი”, ხაბეიშვილმა აღნიშნა:

„ეს პოლიტიკოსი, ის პოლიტიკოსი, მეასეხარისხოვანია მაშინ, როცა საუბარია ქართველ ხალხსა და მის მომავალზე. შესაბამისად, ნებისმიერი ოპოზიციონერი იძულებული გახდება, ჩაერთოს პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. ამაში დარწმუნებული ვარ და ამის პირობას ვაძლევ ქართველ ხალხს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close