მსოფლიო

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარება დაავალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციის შეუძლებლობა ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევად და დაავალა რუსეთს, უზრუნველყოს ერთნაირსქესიანთა წყვილების სამართლებრივი სტატუსი.

ამის შესახებ ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე – “ფედოტოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”.

საუბარია ერთნაირსქესიანთა სამი წყვილის საჩივარზე, რომლებმაც დაქორწინების მიზნით მიმართეს რეგისტრაციის სამსახურებს. თუმცა, მათი განცხადებები არ მიიღეს, ვინაიდან ეროვნული კანონი ითვალისწინებს მხოლოდ “ქალისა და მამაკაცის კავშირს”.

სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროპული კონვენციის მე -8 მუხლი (“პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება”). სასამართლიში მიიჩნევენ, რომ მოპასუხე ქვეყანამ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა განმცხადებლების ქორწინების რეგისტრაციის შეუძლებლობა.

საკითხს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე კოსაჩოვი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს.

”ეროვნული კანონმდებლობა ექვემდებარება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ამის რატიფიცირება მოვახდინეთ, ის ჩვენი კანონმდებლობის ნაწილი გახდა. შეამოწმეთ კონვენციაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ხსენების შესახებ. არც არის ნახსენები იქ, ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოს ინტერპრეტაციაა”, – თქვა მან.

მისივე თქმით, რუსეთის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი.

კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის გარდა, რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს კანონი “გეი-პროპაგანდის” აკრძალვის შესახებ, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დისკრიმინაციად ცნო. ამ კანონის თანახმად, ქვეყანაში აკრძალულია ლგბტ-პროპაგანდა ტელევიზიებში, პრესასა თუ ვებსაიტებზე, რომლებსაც არ აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა, არასრულწლოვნების თანდასწრებით ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის შესახებ საუბარი შესაძლოა, ჯარიმით დამთავრდეს.

კანონი ასევე მოიცავს საზოგადოებაში ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აშკარა დემონსტრირებას (მაგალითად, ხელჩაკიდება ან კოცნა) და სექსუალური ორიენტაციის აშკარა დემონსტრირებას, როგორიცაა ლგბტ თემატური მაისურები, სამკერდე ნიშნები და ტატუები.

„კვირა“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close