პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა -გოჩა ლორთქიფანიძე

იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც უწყების ხელმძღვანელმა, გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

„დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება, რომელიც არ საჩივრდება სასამართლოს დიდმა პალატამ, მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას ეკისრება პასუხიმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის.

შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close