საზოგადოება

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აქციას დღესაც გამართავენ

ჯანდაცვის სამინისტროს 400 თანამშრომელი უკვე 24 საათია  გაფიცულია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას დღესაც გამართავენ.  სოციალური სერვისები სოცდაუცველებისთვის ამ დრომდე პარალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ სოც დაუცველები მომსახურებას სრულყოფილად  ვერ იღებენ.სააგენტოს უფროსის თქმით: “დღეს ნამდვილად არ იქნებიან სოციალური აგენტები, როგორც თქვენთვის ცნობილია, ისინი არიან გაფიცულები. შესაბამისად არ მოხდება არც ოჯახებში ვიზიტი და ვერ მოემსახურებიან სოციალურად დაუცველებს”.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაფიცულ თანამშრომლებს მეორე დღეა არ ხვდება და  მათი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

ქუჩაში გამოსული სოციალური აგენტები უმძიმეს სამუშაო პირობებს და მიზერულ ანაზღაურებას აპროტესებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურების გაზრდის შესახებ შეთავაზებას.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. უწყებაში ირწმუნებიან, რომ  სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close