მსოფლიო

სომხეთში ოპოიზიციის საპროტესტო აქციაზე 252 ადამიანი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციის ლიდერის გაგიკ ცარუკიანის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე 252 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო News.am-ი ავრცელებს. როგორც სააგენტოს სამართალდამცავებმა განუცხადეს, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები არ დაემორჩილნენ პოლიციის სამართლიან მოთხოვნას, დაეცვათ სოციალური დისტანციის წესები და ამ გზით კორონავირუსის გავრცელების საშიშროება თავიდან აეცილებინათ.

შეგახსენებთ, კვირას დილით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის, კერძო ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. უწყების პრესსამსახურში მოგვიანებით განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა 60 მილიონი დოლარის ოდენობის დარღვევის ფაქტი გამოავლინა, რომელიც ბიზნესმენ დეპუტატს უკავშირდება. ცარუკიანი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

ipn.ge
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close