მსოფლიო

სომხეთში გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი, რომელიც ბაბუამ სასტიკად სცემა

სომხეთში, ტავუშის რაიონის სოფელ ხაშტარაქში მცხოვრები 6 წლის ბავშვი ცემის შედეგად გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით ერევნის საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის უმცროს ძმასთან ერთად ოჯახის წევრმა სასტიკად სცემა.

სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებული ჰქონდა თავის ტვინი და ფილტვები, ასევე კიდურებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

“პირველივე დღიდან ის უგონო მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა”, – აცხადებს კლინიკის პრეს-სამსახურის უფროსი.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბაშვები სასტიკად 57 წლის ბაბუამ სცემა.

გამოძიების ცნობით, “ბავშვები მას დასვენებაში ხელს უშლიდნენ, რის შემდეგაც ის ხელებით, ფეხებით და ჯოხის გამოყენებით ბავშვებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე ურტყამდა”.

გამოძიების განცხადებითვე, ბავშვებს პერიოდულად 28 წლის დედაც სცემდა.

57 წლის კაცს, რომელიც ამჟამად დაკავებულია, სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი [112-ე და 119-ე] მუხლით წარედგინა ბრალი, რაც ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანებას და წამებას გულისხმობს. მის შვილს [ბავშვების დედა] კი, მხოლოდ ერთი მუხლით [119] გაასამართლებენ. დედის დაკავებაზე სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ნეტგაზეთი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close