Sliderპოლიტიკა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერი.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ვლადიმირ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ ვლადიმირ პუტინი ინდივიდუალურად არის სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი აღნიშნულ დანაშაულებზე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close