მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა სიაში სააკაშვილი არ იძებნება

ვიწყებთ ინიციატივას #WithoutJustCause პოლიტპატიმრების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს მთელს მსოფლიოში, გაათავისუფლონ ისინი, ვინც დაპატიმრებულია მათი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო - ენტონი ბლინკენი

„პირველ „სამიტზე დემოკრატიის“ ჩვენს ვალდებულებაზე დაყრდნობით, ვიწყებთ ინიციატივას #WithoutJustCause პოლიტპატიმრების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს მთელს მსოფლიოში, გაათავისუფლონ ისინი, ვინც დაპატიმრებულია მათი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მითითებულ სიაში  მოხვდნენ რანია ალ-აბასი (სირია), ეკპარ ასათი (ჩინეთი), ემირლენდრის ბენიტესი (ვენესუელა), მაიკელ „ოსორბო“ კასტილიო (კუბა), მოჰამედ ელ-ბაქერი (ეგვიპტე), ხოსე დანიელ ფერერი (კუბა), გო შერაბ გიატსო (ჩინეთი), მარია კალესნიკავა (ბელარუსი), ვლადიმირ კარა-მურზა (რუსეთი), კიმ კუკ-გი (ჩრდილოეთ კორეა), იჰარ ლოსიკი (ბელარუსი), ელჩინ მამადი (აზერბაიჯანი), მანსურ მინგელოვი (თურქმენეთი), ნარგეს მოჰამადი (ირანი), ფამ დოან ტრანგი (ვიეტნამი) და ბუზურგმეჰრ იოროვი (ტაჯიკეთი).

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close