პოლიტიკა

„სახალისო, რომ ის სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც იბიარდის ეძახდით და ღიად დასცინოდით, ახლა შეგიყვარდათ“

“ახლა შეგიყვარდათ სოსო ჯაჭვლიანი, ძალიან კარგია. ნაციონალებს შეუყვარდათ სოსო ჯაჭვლიანი, ეს მე მგონი, სახალისო ამბავია”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა თეა წულუკიანმა გააკეთა ყოფილ კოლეგა სოსო ჯაჭვლიანის გუშინდელ სატელევიზიო ეთერთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, სოსო ჯაჭვლიანმა “ქართული ოცნება” რეჟიმად მოიხსენია და განაცხადა, რომ ამ გუნდის წევრი არ არის.

“ბატონი სოსო ჩემთვის არ მგონია, რომ  შორეული ადამიანია. ეს ცოტა უფრო პიროვნული  ნოტაზე ვსაუბრობ და არა მხოლოდ პოლიტიკურად. ძალიან სამწუხარო სანახობა იყო, როცა ის სწორედ იმ ხალხთან მივიდა საკუთარი წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილებოთ რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ასეთ ხალხთან მოუნდა ბატონ სოსოს, რომ თავისი ხვაშიადი გამოეფინა საჯაროდ. მე მინახავს სვანი კაცები, თუმცა ამდენი ემოცია არც ერთში მინახავს. ის როგორც ჩანს, არის ნაწყენი, გადაუვლის ეს წყენა და იმედია, სხვანაირად ისაუბრებს. მე ყველაზე ძალიან ამ ყველაფერში თქვენი სიხარული მგონია სახალისო, რომ ის სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც წლები იბიარდის ეძახდით და ღიად დასცინოდით ამ კაცს, როცა “ქართულ ოცნებაში” იყო, ახლა უცებ შეგიყვარდათ, ეს არის ჩემთვის სასაცილო”, – განაცხადა წულუკიანმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

სოსო ჯაჭვლიანმა “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება 26 ოქტომბერს “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მის ამ განცხადებას კი წინ უძღოდა მკლავჭიდის ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების განხილვა, რა დროსაც ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის “ავანი და ჩავანი” თბილისის მერი, კახა კალაძეა.

ნეტგაზეთი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close