Sliderრეგიონები

საჩხერეში კორონავირუსისგან განკურნებულ მამაკაცს ვირუსი განმეორებით დაუდგინდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდ-19-ით ერთი პაციენტია მოთავსებული. ახალგაზრდა მამაკაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კლინიკაში მეექვსე დღეა მკურნალობს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მამაკაცმა კოვიდ-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც სიმპტომები ისევ გამოუვლინდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში კვლევისთვის გაიგზავნა და კვლავ დადებითი პასუხი მიიღეს.

ახალგაზრდა მამაკაცი საჩხერის კლინიკაში თავდაპირველად საირმის საკარანტონო სივრციდან იყო გადაყვანილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close