პოლიტიკა

„საქართველო არის კულინარიული ზესახელმწიფო, მარტო ტყემალს შეუძლია 200-300 მილიონი დოლარი შემოიტანოს“

საქართველო არის კულინარიული ზესახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ ტყემლის წარმოებას მინიმუმ 200-300 მილიონი დოლარის მოგების შემოტანა შეუძლია.

„როცა ვფიქრობ სოფლის მეურნეობაზე საქართველოში, ჰო, საქართველო არის კულინარიული ზესახელმწიფო. როგორც მაგალითი, ტყემალი რომ აწარმოო მარტო, როგორიც არის კეტჩუპი და ტობასკო, მაგალითად, მარტო ტყემალს შეუძლია შემოიტანოს ყოველწლიურად, თუ კარგად ჩადებ ამაში ფულს, მინიმუმ 200-300 მილიონი დოლარი ჩვეულებრივად სუფთა მოგება. ასეთი პროდუქტები საქართველოს აქვს რამდენიმე“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close