საზოგადოება

საქართველოში ყველა პირობაა, რომ ინდური შტამი გავრცელდეს ძალიან სწრაფად – გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება

ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კორონავირუსის ინდური შტამისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ აფრთხილებს:

„დელტა ვარიანტი ანუ “ინდური” ვარიანტი კორონა ვირუსის არის ძალიან საშიში მოვლენა..
1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა მარტო ინდოეთში კორონა ვირუსისგან. დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ციფრი 3 მილიონს აჯარბებს
ინდური ვარიანტი არის ძალიან გადამდები და ერთ კვირაში ისეთი რამ ქნა, რაც წინა ვარიანტებმა თვეების მანძილზე ვერ ქნეს. ახალი ინფიცირების მაჩვენებლები სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვაა, მაგრამ ერთი რამ ნათელია – ინდური ვარიანტი დაიპყრობს მსოფლიოს სექტემბერ-ოქტომბრამდე და რატომ?! მარტი ბრიტანეთში ყველა ახალი ინფიცირებული შემთხვევის 96% ინდური ვარიანტია, ამერიკაში -10%, საფრანგეთში – 4% ….
საქართველოში არ არის არანაირი დაცვის საშუალება, რომ შევაჩეროთ ამ ვირუსის გავრცელება. პირიქით, ყველა პირობაა, რომ გავრცელდეს ძალიან სწრაფად…..
რა ვქნათ ?!
?სამედიცინო პირბადე
?ორმეტრიანი დისტანცია
?ფაიზერი, რატომ ფაიზერი და იმიტომ …. 86%-ით იცავს ინდური ვარიანტისგან, გასაგებია?! …. დანარჩენ ვაქცინებზე არც ვაპირებ საუბარს… დავიღალე იმის მტკიცებით, რომ თეთრი ფერი თეთრია და შავი ფერი – შავი…
არ დაიღალეთ ამდენი უაზრო ტყუილის მოსმენით ?!
მე დავიღალე, ოღონდ მართლა.
ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
?
The delta variant is the most dangerous SARS-CoV-2 mutation yet
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close