საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 6 აჭარაში გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტებიდან 4 გუშინდელი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ისინი “ცხელების კლინიკაში” არიან გადაყვანილები. ორი კოვიდინფიცირებული კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვინაიდან ისინი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, თავიანთი სურვილით, თურქეთში გააგრძელებენ მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში 2 914 პირი იმყოფება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close