საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე ახლახან განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close