პოლიტიკა

საქართველოში დღეს 10 000 პატიმარია და თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მოვალენი ვართ, სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მომსახურების შესახებ კითხვები დავსვათ – ანა დოლიძე

იმ პატიმრებს, რომლებსაც სატელევიზიო რესურსი არ აქვთ, ასევე მიხეილ სააკაშვილის მსგავსად არ არიან ცნობადი ფიგურები, რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ მათ რაიმე არ სჭირდებათ?

საქართველოში დღეს 10 000 პატიმარია და თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მოვალენი ვართ, სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მომსახურების შესახებ კითხვები დავსვათ, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„ქვეყანაში უამრავი პატიმარი გვყავს. იმ პატიმრებს, რომლებსაც სატელევიზიო რესურსი არ აქვთ, ასევე მიხეილ სააკაშვილის მსგავსად არ არიან ცნობადი ფიგურები, რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ მათ რაიმე არ სჭირდებათ? ამაზეა საჭირო მითითება ხელისუფლებისადმი. თუ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ გვაქვს გაურკვევლობა და ასევე, მისი მკურნალობის საშუალება არ არის, როგორი მიდგომაა იმ პატიმრების მიმართ, რომლებსაც მედიის ან პარტიის მხარდაჭერა არ აქვთ? რა მდგომარეობაში არიან ისინი?“, – აღნიშნა დოლიძემ.

მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close