ეკონომიკა

საქართველოს 488 მილიონერი ჰყავს

საქართველოს 488 მილიონერი ჰყავს. შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს ერთ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი სწორედ 488 პირმა მიიღო.

მათ მიერ ერთ წელში გამომუშავებულმა ჯამურმა ანაზღაურებამ კი 1.542 მლრდ ლარს გადააჭარბა.

2018 წელთან შედარებით, 165-ით არის გაზრდილი იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც მილიონზე მეტი წლიური შემოსავალი უფიქსირდებათ.

წლიურად 100 000 ლარზე მეტი ანაზღაურება შარშან 14 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათ მიერ კონსოლიდირებულმა შემოსავალმა კი 4,47 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, ათასობით ადამიანს საქართველოში ჯერ კიდევ ას ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ეს მონაცემები ყოველთვიურად იცვლება და ასლარიანი ან უფრო დაბალი ანაზღაურება, საშუალოდ 26-დან 50 000-მდე ადამიანს აქვს.

100 ლარამდე შემოსავალი 2019 წლის იანვარში 45 542-მა ადამიანმა მიიღო, თებერვალში 28700-მა, მარტში 29 823-მა, აპრილში 26 918-მა, მაისში 33 195-მა, ივნისში 29 182-მა, ივლისში 28 372-მა, აგვისტოში 48 222-მა, სექტემბერში 42 945-მა, ოქტომბრში 28 803-მა, ნოემბერში 31 588-მა, დეკემბერში კი 50 525-მა ფიზიკურმა პირმა.

35 000-დან 55 000-მდე ადამიანისთვის კი 2019-ში ყოველთვიური შემოსავალი 100-დან 200 ლარამდე მერყეობდა.

business-partner.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close