პოლიტიკა

საქართველოს ხელისფულებისთვის მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი ქვეყანა და აქ მცხოვრები ადამიანები, მშვიდობა – კალაძე

ჩვენ ხელისუფლება, ყველა შტო ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა და ის დათქმები, რაც იყო, შესრულდეს, შემდეგ უკვე, მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს უკვე დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შეასრულოს 12-ვე პუნქტი და შეასრულებს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, მე არც იმას გამოვრიცხავ დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ შეიძლება არც მოგვცენ სტატუსი, რადგან ამას იყენებენ პოლიტიკურად, ისევ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ხო ვისმენთ განცხადებებს ომის დაწყებასთან და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით? მგონი ყველა ყველაფერს ხვდება, დასამალი არაფერია, მაგრამ საქართველოს ხელისფულებისთვის მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი ქვეყანა და აქ მცხოვრები ადამიანები, მშვიდობა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, განვითარებისა და წისნვლისთვის. ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ეს უნდა მოვახერხოთ ძლიერი ეკონომიკით, გონიერებით, განათლებითა და წინსვლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close