სამართალი

„საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა თანხა გაიტაცა

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველმა განაცხადა, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, გატაცებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული.

„იმედინიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close