ეკონომიკა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა ჯერჯერობით არ განახლდება

ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა არ იგეგმება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა.

„შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მომდევნო პერიოდში და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. გაზრდილი მობილობის, შემსუბუქებების შედეგებს შევაფასებთ. როგორც იცით 1 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებულია სავაჭრო ქსელები, მაღაზიები. აჭარაში ასევე კიდევ უფრო მეტი შემსუბუქება იყო დაშვებული, სკოლებიც, გარდა სამი ქალაქისა, პირველი თებერვლიდან მუშაობდნენ. ეს დინამიკაც შეფასდება, ის დინამიკაც, რომელიც ტრანსპორტისა და სკოლების ყველგან ამოქმედებით გვექნება. 1 კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება საშუალება ყველა ერთად დავაკვირდეთ ვითარებას. თუ ეს ვითარება იქნება სტაბილური, ან გაუმჯობესდება, შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უფრო სწრაფად და უფრო თამამად“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close