საზოგადოება

სასამართლოს მიერ დადგენილ განაჩენამდე, არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში – ხმალაძე

ვაკის პარკში მოხდა ტრაგედია და მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სასამართლოშია გადაცემული. ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, არცერთი მხარის ბრალი დადგენილი და დამტკიცებული არ არის. ჩვენი კანონმდებლობა ადგენს, რომ ვიდრე გადაწყვეტილება, სამართლებრივი შედეგი არ დადგინდება, არ შეიძლება მასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღება.

არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში,- ასე პასუხობს დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძე „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ „გრინსერვისი“ ტენდერებში კვლავ მონაწილეობს.

როგორც ხმალაძე განმარტავს, სანამ სასამართლოს განაჩენი არ იქნება, რაიმე ზომებს ვერ მიიღებენ.

„ვაკის პარკში მოხდა ტრაგედია და მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სასამართლოშია გადაცემული. ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, არცერთი მხარის ბრალი დადგენილი და დამტკიცებული არ არის. ჩვენი კანონმდებლობა ადგენს, რომ ვიდრე გადაწყვეტილება, სამართლებრივი შედეგი არ დადგინდება, არ შეიძლება მასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღება. შესაბამისად, არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში“,- აღნიშნავს ხმალაძე.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა, რომელთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close