Slider

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა

პროკურატურის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა.

შეწგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა “ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის” (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

ნიკა მელიას მხარდამჭერები სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ელოდებიან.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close