საზოგადოება

„სარჩელს ვერ მოვუმზადებთ და სასამართლოში ვერ გავყვებითო – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”

რატომ უთხრა ანა დოლიძის სამოქალაქო მოძრაობამ ინვალიდს დახმარებაზე უარი?

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა და პრეზენტაცია თბილისში. პარლამენტის წინ გამართა. „ვერთიანდებით ადამიანები, რომელთაც აქვთ სამართლიანობისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის ბრძოლის გამოცდილება“- ასე წარადგინა დოლიძემ ახალი სამოქალაქო მოძრაობა.
“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო” – პუბლიცისტი ლევან ცალუღელაშვილი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის პოლიტიკაში გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„პარტიის ჩამოყალიბების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და იმ იდეასაც ვემხრობი, რომ ქალები მოვიდნენ პოლიტიკაში(თუმცა, უკვე საკმარისად არიან). ერთ-ერთია ქ-ნი ანა დოლიძე, რომელმაც კარგად იცის პიარი და თავის სახლიდან გამოტანილ, კონტეინერში ლამაზად ჩაწყობილ ჯამ-ჭურჭელს ფოტოც კი გადაუღო და წინ დაგვიდო, აი, შინიდან მიმაქვს, პარტიის ოფისს ვქმნიო. მის მოძრაობას ჰქვია “ხალხისთვის!”. სომხეთში განვითარებული პანდემიური პიკის ფონზე ქ-ნმა ანა დოლიძემ განგაშის ზარს შემოჰკრა და ფეისბუკის გვერდზე ხალხს ჰკითხა, რით დავეხმაროთ სომხეთს როგორ ფიქრობთო. ხალხმა ზოგმა ეს თქვა, ზოგმა ის თქვა… ნეგატივმა წალეკა იქაურობა და ამაზე წერილიც მივწერე პირადად ქ-ნ ანას. ნახა, მაგრამ პასუხი არ მოუწერია. ალბათ, მე იმ ხალხში არ ვწერივარ, რომელი “ხალხისთვის!” -აც იბრძვის. მივხვდი რომ ეს იყო მხოლოდ “კვამლი” და მეტი არაფერი. რისთვის და რატომ აკრიტიკებინა (რბილად რომ ვთქვათ) ხალხს მეზობელი ერი, ამოცანად დარჩა. დაეხმარა ვინმეს რამით?! შემდეგ გამოვიდა და თქვა, ეს “ლიბერთი ბანკიო”, ეს არამზადა, ესაო, რა დღეში აგდებს პენსიონერებსო, ფულს სცინცქლავსო. ჩვენი მოძრაობა დაგეხმარებათო, ხალხოო… ჩვენი იურისტები თქვენს გვერდით დგანანო. გამიხარდა, ვიფიქრე, “ყოჩაღ, ანა!” გუშინ დავრეკე მათ ოფისში და ვთხოვე, ერთი ინვალიდი ბიჭია, „ლიბერთი ბანკს“ ედავება და იქნებ, დაეხმაროთ მეთქი და მიპასუხეს, ჩვენ სარჩელს ვერ მოვუმზადებთ და სასამართლოში ვერ გავყვებით და კონსულტაციას ხომ თავადაც გაუწევთო. თავად განსაჯეთ: პენსიონერი რომ გეტყვის, ბანკი ფულს მართმევს დამეხმარეო და რომ ეტყვი, სასამართლოს უნდა მიმართოო, ეს არის კონსულტაცია და ამდენს ხომ ის პენსიონერი თავადაც მიხვდება, მოძრაობა “ხალხისთვის!” წარმომადგენელმა რომ არ უთხრას?! “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”, ალბათ, ამაზეა ნათქვამი“ – წერს ლევან ცალუღელაშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close