Sliderსაზოგადოება

“სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი მისია” – სააკაშვილი

სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე. ამ ხარჯების მეოთხედი ან მეხუთედი სანდრასია, – ამის შესახებ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ოღონდ როცა სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც აქვს გაკეთებულ სანდრას ჯანდაცვისთვის ციხეში. სანდრა არაა კორუფციონერი? გენერალური ასამბლეის სესიაზე ერთად როცა ვიყავით, მას აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია, რომელიც დაჯდა საკმაოდ ძვირი. რატომ არ არის ეს საქმეში შეტანილი?“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close